ისტორიისა და ტრადიციების გაგრძელება
საქართველო -დიდი ისტორიის, არაჩვეულებრივი ბუნებისა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანაა.
შეიხედეთ მის შორეულ კუთხეებში და თქვენ აღმოაჩენთ ნამდვილ საქართველოს - საინტერესოს და განუმეორებელს. სწორედ ასეთი გახლავთ ქალაქი ზუგდიდი, რომელიც ერთ დროს დადიანების უძველესი თავადური გვარის ზამთრის რეზიდენცია იყო. ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც ადამიანებს ახსოვთ მისი ისტორია და მზად არიან კომფორტული ცხოვრების ახალი ტრადიციებისთვის დეველოპერული კომპანია «მარმაქს საქართველო»-სგან.
შექმნილია თქვენთვის
ბიზნეს-კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი «Dadiani Residence» მდებარეობს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან და ისტორიულ მუზეუმ „დადიანების სასახლე“-სთან ახლოს.
კომფორტული ცხოვრებისთვის კარგად გათვლილი დაგეგმარებები, საავტორო არქიტექტურა, მიწისქვეშა ავტოსადგომი, უხმაური ლიფტები, მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემა, კეთილშობილური გარემო, თვალწარმტაცი ხედები ფანჯრებიდან, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა– ეს არის საცხოვრებელი კომპლექსის მხოლოდ რამდენიმე უპირატესობათაგანი.
გათვლილია «Dadiani Residence»-ის შიდა ტერიტორიის ყველა დეტალი. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვე ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, კომპლექსის მობინადრეების კომფორტისთვის გათვალისწინებულია ბოტანიკურ ბაღში ინდივიდუალური გასასვლელი გზა.
კომპლექსი «Dadiani Residence» აუცილებლად გახდება ქალაქის ერთ-ერთი არქიტექტურული მარგალიტი.
საავტორო არქიტექტურა
«Dadiani Residence»-ის საცხოვრებელი კომპლექსის პროექტის შექმნისას, ჩვენ განსაკუთრებული სიფაქიზით მივუდექით შენობის გარეგნული იერსახის შექმნას.

ფასადები ჰარმონიულად ავსებენ მიმდებარე შენობების ისტორიულ ანსამბლს; კომპლექსის თანამედროვე პანორამული შემინვა შენობას აძლევს არა მხოლოდ ჰაეროვან და დახვეწილ სახეს, არამედ ის მეტ სინათლეს ატარებს დიდ ბინებში, საიდანაც იშლება ლამაზი ხედები ბოტანიკურ ბაღზე.
კეთილშობილური გარემო
«Dadiani Residence»-ის გარშემო განლაგებულია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილები: ბოტანიკური ბაღი, თავისი ასწლიანი ისტორიით, არქიტექტურისა და ქართული ისტორიის ძეგლი - მიზეუმი „დადიანების სასახლე“. კომპლექსთან ახლოს მდებარეობს: სკოლა, სუპერმარკეტი, ავტობუსების გაჩერება, ბანკები, კაფეები და რესტორნები, ასევე შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი.
განსაკუთრებული კომფორტი
დეველოპერული კომპანია „მარმაქს საქართველო“-ს ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნა «Dadiani Residence»-ის კომპლექსში ბინების მფლობელებისთვის. თანამედროვე ტექნიკური და საინჟინრო აღჭურვილობა (უხმაური ლიფტები, მრავალდონიანი უსაფრთხოების, ვენტილაციისა და კვამლსარინი სისტემები). კომპლექსის დაზუსტებულ არქიტექტურულ გადაწყვეტასა და შიდა იერსახესთან ერთად, თქვენს მომავალ სახლს გარედან გახდის ინტელიგენტურს და სადას, ხოლო შიგნიდან - კარგად გათვლილს.
«Dadiani Residence» - სტატუსი გვავალდებულებს.
+ 995 598 75 00 00